მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია
მათემატიკა ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა.თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.მათემატიკის არსის განსაზღვრას საკითხების ჩამოთვლის გზით თუ შევეცდებით, არაფერი გამოგვივა. მათემატიკა არის მეცნიერება რეალური სამყაროს რაოდენობრივი მიმართებებისა და სივრცითი ფორმების შესახებ. ეს მიმართებები კი უწყვეტად ფართოვდება.
ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema)
„მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას“ ნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს“. ასე რომ შეიყვარეთ სწავლა, და ისწავლეთ მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა!
აი ვინ რა თქვა მათემატიკაზე?
არითმეტიკა მათემატიკის დედოფალია, მათემატიკა კი – ყველა მეცნიერების.
კარლ.გაუსი
მათემატიკა არის რიცხვების გრამატიკა.
ლობერგერი
"მათემატიკას თუნდაც
იმიტომ უნდა
შესწავლა, რომ
მას ჭკუა
წესრიგში მოჰყავს"
–
მიხეილ ლომონოსოვი
„ადამიანი წარმოადგენს წილადს, რომელშიაც
მრიცხველი არის ის, თურას წარმოადგენს ადამიანი,
ხოლო მნიშვნელი ის, თუ რა წარმოდგენის არის ის საკუთარ თავზე“.
ლევ ტოლსტოის
მათემატიკა არის უსასრულობის ერთიანი სიმფონია.
ჰილბერტი
მათემატიკა არის ანბანი,
რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო
რომლის შემწეობითაც ღმერთმა აღწერა სამყარო
ნოვალისი
Comments
Post a Comment