მათემატიკა მეცნიერებათა დედოფალია
მათემატიკა ერთ – ერთი უძველესი მეცნიერებაა . თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია . იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში : მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში , მედიცინაში , ეკონომიკაში , გარემოს დაცვასა და აღდგენა - კეთილმოწყობაში , სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში . აგრეთვე აღსანიშნავია მათემატიკის განსაკუთრებული როლი კაცობრიობის განვითარებაში და თანამედროვე ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში . მათემატიკის არსის განსაზღვრას საკითხების ჩამოთვლის გზით თუ შევეცდებით , არაფერი გამოგვივა . მათემატიკა არის მეცნიერება რეალური სამყაროს რაოდენობრივი მიმართებებისა და სივრცითი ფორმების შესახებ . ეს მიმართებები კი უწყვეტად ფართოვდება . ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა , μάθημα (máthema) „ მეცნიერებას , ცოდნას , სწავლას “ ნიშნავს , ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „ სწავლის მოყვარულს “. ასე რომ შეიყვარეთ სწავლა , და ისწავლეთ მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა ! ...
Comments
Post a Comment